logo_geo
ბრიტანული Sea King-ის სამხედრო ვერტმფრენები უკრაინაშია
- +

22 იანვარი. 2023. 10:17

 

 

ბრიტანული Sea King-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც წყალქვეშა მისიების შესასრულებლად გამოიყენება, უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

 

„ზღვის მეფე დიდი ბრიტანეთიდან თავის ახალ სამეფოში, უკრაინაში ჩავიდა, შავი ზღვის მახლობლად!

 

ეს არის უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერება. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - წერს რეზნიკოვი.

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს მადლობას უხდის.

 

„ჩვენ ერთად დავიცავთ ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში!“ - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 

big_banner
არქივი