logo_geo
ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა
- +

22 იანვარი. 2023. 10:57

 

 

ტიბეტში ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ზვავი ჩამოწვა. ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

 

„ტიბეტის გზატკეცილზე ზვავის ქვეშ მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაცია დასრულდა. დაღუპულია სულ მცირე 28 ადამიანი“, - აცხადებენ მაშველები.

 

ადგილობრივმა ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1 348 მაშველი და 236 ტექნიკა მონაწილეობდა.

 

მაშველებმა განაცხადეს, რომ ზვავი ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკარგული. თუმცა, 53 გადარჩენილი იპოვეს, მათგან ხუთი მძიმედ დაშავდა.

 

 

big_banner
არქივი