logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ერთიანია, რადგან ძლიერია - უკრაინა ძლიერია, რადგან ერთიანია!
- +

22 იანვარი. 2023. 13:19

 

 

„უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია“, - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას „უკრაინის ერთიანობის დღე“ ამ სიტყვებით მიულოცა.

 

ზელენსკის თქმით, „თუ ბრძოლა არ შეწყდა, ადრე თუ გვიან ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო აღდგება. თუ ჭეშმარიტი ერთიანობა არ იქნა მიღწეული, დამოუკიდებლობა დაიკარგება“.

 

„მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივი-რიჰიდან, ჟიტომირიდან, ლუგანსკიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან მარიუპოლისთვის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის. და მებრძოლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და მრავალი სხვა ქალაქიდან იბრძვიან ავდიივკას, ბახმუტისა და სოლედარისთვის. ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ კიევს. და ჩვენ ყველა ერთად ვიცავთ ხარკოვს. და ჩვენ ყველა ერთად ვათავისუფლებთ ხერსონს. ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავიბადეთ და გავიზარდეთ, დღეს ვამბობთ: მე დავიცავ ჩემს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი გაიმარჯვებენ ერთად და მთელი უკრაინა გაიგებს გამარჯვების ხმებს.

 

„ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთიანობის დღეს!“ - დასძინა ზელენსკიმ.

 

big_banner
არქივი