logo_geo
ბორის ჯონსონი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
- +

22 იანვარი. 2023. 17:12

 

 

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში დღეს, 22 იანვარს ჩავიდა.

 

ჯონსონის ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა. ის კიევის რეგიონის ქალაქებში, ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა.

 

ვიდეო ინტერნეტში სახელმწიფოს მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. ჯონსონთან შეხვედრაზე რამდენიმე უკრაინელი ოფიციალური პირიც მივიდა.

 

„მივესალმები ბორის ჯონსონს, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, კიევში და მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის!“ - დაწერა ზელენსკიმ ვიდეოს ქვეშ.

 

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.

 

https://www.facebook.com/watch/?v=742676040533747

 

 

big_banner
არქივი