logo_geo
Anadolu: სამართალდამცველებმა ათენში დაშვებულ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოაჩინეს
- +

23 იანვარი. 2023. 00:45

 

 

Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბომბის საშიშროების გამო ათენში დაეშვა, ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ANADOLU ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

 

მათი ცნობით, საბერძნეთის პოლიციის კომპეტენტურმა თანამშრომლებმა შეამოწმეს ყველა მგზავრი, ისევე როგორც ხომალდი და საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

 

Boeing 737-ი პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრინდა. ცოტა ხანში პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. დაზუსტებული მონაცემებით, ამ დროს თვითმფრინავში 192 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

 

ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები.

 

 

big_banner
არქივი