logo_geo
ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავენ
- +

23 იანვარი. 2023. 09:58

 

 

ბრაზილია და არგენტინა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ და ამ მიზნით ორი ქვეყანა ერთიანი ვალუტის განვითარების საკითხს განიხილავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და არგენტინის ლიდერმა, ალბერტო ფერნანდესმა განაცხადეს.

 

„ვაპირებთ გადავლახოთ ბარიერები ჩვენს ბირჟებზე, გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ წესები და წავახალისოთ ადგილობრივი ვალუტების გამოყენება. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ დისკუსიები საერთო სამხრეთამერიკულ ვალუტაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

 

არგენტინისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობის აუცილებლობას რეგიონული ინტეგრაციის გასაძლიერებლად.

 

ერთიანი ვალუტის იდეა თავდაპირველად შარშან, ბრაზილიის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა, ფერნანდო ჰადადიმ და გაბრიელ გალიპოლომ წამოჭრეს. ამ საკითხზე ლუის ინასიო ლულა და სილვამ საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ისაუბრა.

 

big_banner
არქივი