logo_geo
ესპანეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ
- +

23 იანვარი. 2023. 13:11

 

 

ესპანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფების წევრები, რომლებიც 3 არალეგალურ ქარხანას ფლობდნენ და მათში უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

სპეცოპერაცია ესპანეთის 3 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 27 ადამიანი დააკავეს.

 

ქარხნებს შეეძლოთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი სიგარეტის კოლოფის დამზადება, რომლებიც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ კონტრაბანდის გზით იყიდებოდა.

 

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქარხნებთან არსებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ. ისინი უამრავი საათის განმავლობაში მუშაობდნენ და ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იყო შესული.

 

სამართალდამცველებმა ქარხნებისა და 20-ზე მეტი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, 41 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქო, ძვირადღირებული მანქანები, სამკაულები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

 

 

big_banner
არქივი