logo_geo
FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის დარღვევაში ბრალი წაუყენეს
- +

23 იანვარი. 2023. 23:22

 

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ მაღალჩინოსანს რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის დარღვევაში ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ჩარლზ მაკგონიგალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო FBI-ის ნიუ-იორკის ოფისში კონტრდაზვერვაზე, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავეს. კერძოდ, ოლეგ დერიპასკასთან, სანქცირებულ რუს ოლიგარქთან მუშაობის გამო.

გამოძიების განცხადებით, FBI-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დერიპასკასგან ფულს იღებდა კონკურენტი რუსი ოლიგარქის მიმართ გამოძიების ჩატარების სანაცვლოდ.

„უწყება გააგრძელებს მათ [სამართლებრივ] დევნას, ვინც არღვევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხოდ“, - განაცხადეს გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

big_banner
არქივი