logo_geo
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა
- +

25 იანვარი. 2023. 11:05

 

 

კრის ჰიპკინსი ახალი ზელანდიის 41-ე პრემიერ-მინისტრი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 44 წლის პოლიტიკოსი მოვალეობის შესრულებას მისი წინამორბედის, ჯასინდა არდერნის მოულოდნელი გადადგომიდან 1 კვირაში შეუდგა. მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ყრილობაზე ჰიპკინსს დაუჭირა მხარი. სწორედ ის გაუძღვება პარტიასა და ქვეყანას ოქტომბრის არჩევნებამდე.

 

ჰიპკინს 2 შვილი ჰყავს. წარსულში ის განათლების, პოლიციის და ჯანდაცვის მინისტრის პოსტებს იკავებდა. კორონავირუსის პანდემიის დროს კოვიდის საწინააღმდეგო ზომებზე იყო პასუხისმგებელი.

 

მთავრობის პირველ სხდომას ახალი პრემიერი დღეს ჩაატარებს.

 

ჯასინდა არდერნმა გადადგომის შესახებ 19 იანვარს განაცხადა და მიზეზად გადაღლა დაასახელა.

 

 

big_banner
არქივი