logo_geo
ოლექსი რეზნიკოვი: კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა, მართლაც, ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!
- +

25 იანვარი. 2023. 18:53

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს „ლეოპარდების“ გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

 

რეზნიკოვი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე გრძელი და რთული გზა იყო.

 

„რამშტაინ 8“-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა!

 

მართლაც, ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!

 

ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

 

მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!“ - წერს ოლექსი რეზნიკოვი.

 

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ტანკის მიწოდების გადაწყვეტილება გამოაცხადა და ასევე ნება დართო მესამე ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები.

https://www.facebook.com/reznikovoleksii/posts/607368424732846 

 

 

big_banner
არქივი