logo_geo
შოლცი: გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა ამავე დროს გვინდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის ესკალაცია არ მოხდება
- +

25 იანვარი. 2023. 19:55

 


გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის იარაღის გაგზავნა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის ესკალაცია არ უნდა მოხდეს.

ევროპაში ომი გვაქვს. ერთი რამ ცხადი უნდა იყოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა, რაც შესაძლებელია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ამავე დროს გვინდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის ესკალაცია არ მოხდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

საწყის ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. ამის შესახებ დღეს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა Leopard-ის პირველ ტანკებს დაახლოებით სამ თვეში მიიღებს.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბუნდესვერი ძალიან სწრაფად დაიწყებს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებასა და ტანკების მიწოდების მარშრუტების დადგენას.

 

 

big_banner
არქივი