logo_geo
ზელენსკიმ ბაიდენს Abrams-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა
- +

25 იანვარი. 2023. 23:02

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს Abrams-ის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის - უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივდივართ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.

big_banner
არქივი