logo_geo
რუს იუმორისტ სემიონ სლეპაკოვზე ანტისაომარი იავნანის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვენ
- +

26 იანვარი. 2023. 10:33

 

 

რუსმა იუმორისტმა სემიონ სლეპაკოვმა, რუსეთის სახელით, დაღუპული დამპყრობლებისადმი მიძღვნილი სატირული იავნანა შეასრულა. მან შექმნა სიმღერა პროპაგანდისტების ნარატივიდან. ვიდეო YouTube-ზეა გამოქვეყნებული.

 

კადრებში სლეპაკოვი უკრავს გიტარაზე და მღერის გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცის დედისა და თავად რუსეთის სახელით. მან სამი წლის ბავშვს წარუდგინა ისტორია მის ორ ძმაზე - „მოღალატზე“ და „გმირზე“.

 

ამ სიმღერის გამო ეროვნული ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მიმართა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს პროდიუსერ სემიონ სლეპაკოვის წინააღმდეგ წინასწარი საგამოძიებო შემოწმების თხოვნით მისი სიმღერის გამო, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ახდენს.

 

https://www.youtube.com/watch?v=PNGCYGD0bWQ&t=134s

 

 

 

big_banner
არქივი