logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: სასამართლო სისტემის რეფორმის გეგმა ზიანს არ მოუტანს ისრაელის ეკონომიკას
- +

26 იანვარი. 2023. 11:11

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმის გეგმა ზიანს არ მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას.

 

როგორც დასავლური მედია წერს, სასამართლო რეფორმა, რომლის გატარებაც ისრაელის პრემიერს სურს, მოსამართლეების დანიშვნაზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, მთავრობის ან ქნესეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებისას.

 

ბოლო დღეებში მესმის შეშფოთებები სასამართლო რეფორმის ეკონომიკურ მდგრადობაზე გავლენასთან დაკავშირებით. მინდა, სიცხადე შევიტანო. ჩვენი ნაბიჯები არა მხოლოდ გააძლიერებს ისრაელის დემოკრატიას, არამედ გააძლიერებს ეკონომიკასაც“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მხოლოდ გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიასა და ეკონომიკას, რადგან სასამართლო პროცესების სიჭარბემ შეაფერხა და შეაჩერა პროექტები, რომლებსაც საზოგადოების ცხოვრება ბევრად უნდა გაემარტივებინა.

 

პროექტები, რომლებმაც გაამარტივეს მილიონობით მოქალაქის ცხოვრება და შეცვალეს ისრაელის საზოგადოებისა და ეკონომიკის სახე, შეწყდა და წლობით გადაიდო ზედმეტი სასამართლო პროცესების გამო. როდესაც სასამართლო რეფორმა განხორციელდება – და ეს დისკუსიისა და დიალოგის საშუალებით მოხდება – დარწმუნებული ვარ, ყველა დაინახავს, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუხებელია და განმტკიცებული, რომ დემოკრატია რჩება ხელშეუხებელი და კიდევ უფრო მეტად განმტკიცებული, რომ ინტელექტუალური საკუთრება და უფლებები, შეთანხმებები დაცულია. ასე რომ, ვინც ისრაელში ჩადებს ინვესტიციას, მხოლოდ მოგებული დარჩება“, – აცხადებს ქვეყნის პრემიერი.

 

 

big_banner
არქივი