logo_geo
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიაწვდის
- +

27 იანვარი. 2023. 01:56

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მარტის ბოლოსთვის მიაწვდის.

უკრაინას Leopard-ის ტანკებს არაუგვიანეს მარტის ბოლომდე მივაწვდით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწვდის. გერმანიამ ასევე დაადასტურა, რომ Leopard 2-ის ტანკების სხვა ქვეყნებიდან რეექსპორტს დაუშვებს. გერმანული წარმოების იარაღის რეექსპორტი მოითხოვს გერმანიის მთავრობის ნებართვას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.

big_banner
არქივი