logo_geo
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გააგრძელა
- +

28 იანვარი. 2023. 10:18

 

 

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით, ანუ 2023 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.

 

სანქციები თავდაპირველად 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იყო შემოღებული, ხოლო 2022 წლის თებერვალში ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა“ - წერია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.

 

სანქციებში შედის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შეზღუდვა. ასევე იკრძალება რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროპაში, სხვადასხვა ბანკისთვის გათიშულია  SWIFT-ის საგადამხდელო სისტემა, ასევე ევროპაში რუსული პროპაგანდისტული რესურსების მუშაობა იკრძალება.

 

 

big_banner
არქივი