ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით, ანუ 2023 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.
სანქციები თავდაპირველად 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ იყო შემოღებული, ხოლო 2022 წლის თებერვალში ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა“ - წერია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
სანქციებში შედის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების შეზღუდვა. ასევე იკრძალება რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროპაში, სხვადასხვა ბანკისთვის გათიშულია SWIFT-ის საგადამხდელო სისტემა, ასევე ევროპაში რუსული პროპაგანდისტული რესურსების მუშაობა იკრძალება.