logo_geo
რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 10 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
- +

28 იანვარი. 2023. 11:05

 

 

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, გარდა ამისა, მათ უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 81-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

„გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 10 რაკეტა გაუშვეს, ერთი მათგანი ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, 26 საჰაერო დარტყმა და 81 დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაჭრილები და დაღუპული მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, წუხელ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, ერთ-ერთ მათგანზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი