სომხეთში ქალებისთვის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით მსახურების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების შექმნის 31-ე წლისთავზე განაცხადა. ინფორმაციას vestikavkaza.ru ავრცელებს.
ფაშინიანის განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ერევანი შეიარაღებული ძალების რეფორმირებას აპირებს. შეძენილი იქნება თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა. 2023 წელს სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2018 წლის მონაცემებს ორჯერ აღემატება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება სასწავლო შეკრებების ვადა - ის სამი თვის ნაცვლად 25 დღე იქნება.