logo_geo
იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა - მედიის ცნობით, 13 წლის ბიჭმა ორი ადამიანი დაჭრა
- +

28 იანვარი. 2023. 15:34

 

 

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო მამა-შვილმა: 59 და 20 წლის მამაკაცებმა.

 

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

 

სააგენტო N12-ის ცნობით, თავდამსხმელი 13 წლის მუჰამედ ალიათია. მედიის ინფორმაციით, დაკავების დროს მოზარდი დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის უკვე დაჰკითხეს სპეცსამსახურების წარმომადგენელმა.

 

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, პისტოლეტით შეიარაღებული ალიათი შემთხვევის ადგილზე ავტობუსით მივიდა.

 

გასულ ღამეს აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია სულ მცირე 7 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.

 

 

big_banner
არქივი