logo_geo
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრ პაველმა გაიმარჯვა
- +

29 იანვარი. 2023. 10:08

 

 

ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა 58,24%-ით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ხმების 42.43% მიიღო. წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70%-მდე შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

 

ქვეყნის მეთაურის პოსტზე პეტრ პაველი მილოშ ზემანს 8 მარტს ჩაანაცვლებს.

 

 

big_banner
არქივი