logo_geo
ისრაელში მესამე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს
- +

29 იანვარი. 2023. 13:21

 

 

უკვე მესამე კვირაა ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. თელ-ავივის ქუჩებში სასამართლო რეფორმას ასობით ათასი ადამიანი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. რეფორმა საშუალებას მისცემს მთავრობას, უგულებელყოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

 

ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი რეფორმის მიღებით ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით არის საქმე აღძრული, მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევას ცდილობს.

 

 

big_banner
არქივი