logo_geo
ბორის ჯონსონი: ზელენსკის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა შევთავაზე, თუმცა, ის გმირულად დარჩა იქ, სადაც იყო
- +

30 იანვარი. 2023. 10:24

 

 

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში საუბრისას გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა.

 

ჯონსონის თქმით, ზელენსკიმ მას გვიან ღამით დაურეკა და უთხრა, რომ რუსები უკრაინას ყველა მხრიდან თავს ესხმოდნენ.

 

„ზელენსკი ძალიან მშვიდი იყო, მაგრამ მითხრა, რომ რუსები ყველა მხრიდან თავს ესხმოდნენ. მე მას უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში დახმარება შევთავაზე, მაგრამ იგი ამ შემოთავაზებაზე არ დამთანხმდა და გმირულად დარჩა იქ, სადაც იყო“, - განაცხადა ჯონსონმა.

 

 

big_banner
არქივი