logo_geo
პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა
- +

30 იანვარი. 2023. 17:25

 

 

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა პაკისტანში, ქალაქ პეშავარში მეჩეთში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მეჩეთში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ცნობები ოფიციალურად არ დადასტურებულა და მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. დაღუპულთა უმეტესობა პოლიციის თანამშრომლები არიან. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, სწორედ ისინი იყვნენ ტერორისტის სამიზნე. აფეთქების დროს მეჩეთში 300-400 პოლიციელი იმყოფებოდა.

 

ამ ეტაპზე ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები რჩებიან.

 

 

big_banner
არქივი