logo_geo
რიში სუნაკი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს
- +

31 იანვარი. 2023. 17:03

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუნაკის პრესმდივანმა განუცხადა.

 

ბრიტანული გამანადგურებლები ძალიან რთულია, მათი გამოყენების სწავლას თვეები დასჭირდება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ ან გამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნას“, - აღნიშნა სუნაკის პრესმდივანმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს პარტნიორებთან იმაზე მსჯელობას, რასაც ოფიციალური ლონდონი ყველაზე სწორ მიდგომად მიიჩნევს.

 

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ აშშ უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდის.

 

 

big_banner
არქივი