logo_geo
საბერძნეთის პრემიერი: უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ მივაწვდით - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ არა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების ხარჯზე
- +

31 იანვარი. 2023. 23:47

 

იაპონურ გამოცემა Nikkei Asia-სთან ინტერვიუში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ მიაწვდის.

ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გავუწიეთ, როგორიცაა ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა Leopard 2-ის ტანკებს არ მივაწვდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ტანკები აბსოლუტურად აუცილებელია ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ არა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების ხარჯზე“, - აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.

კირიაკოს მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თურქეთთან შესაძლო კონფლიქტი არ აწუხებს.

„თუმცა, შეშფოთებული ვარ, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა უფრო რევიზიონისტული და უფრო აგრესიული, რაც, ჩემი აზრით, შეუფერებელია იმ დროს, როდესაც საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასთან უკრაინაში. ბევრი რამ, რასაც თქვენ ხედავთ, დაკავშირებულია თურქეთის მხრიდან წინასაარჩევნო რიტორიკასთან, მაგრამ მე მაწუხებს, რომ მთელი ეს [რიტორიკა] წამლავს თურქეთის საზოგადოებრივ აზრს“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

big_banner
არქივი