logo_geo
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს
- +

1 თებერვალი. 2023. 10:03

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს გააკეთა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან სამმხრივი და ოთხმხრივი მექანიზმების გამოყენებით.

 

„როდესაც ჩრდილოეთის კორიდორის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ჩვენ ვცდილობთ ტრანსკავკასიური, კასპიისა და შუა დერეფნის გახსნას. თურქეთი და აზერბაიჯანი ამ კუთხით ცენტრალურ ადგილს იკავებენ. იმედი მაქვს, სამომავლოდ სომხეთიც შემოგვიერთდება, როდესაც პროექტს განვახორციელებთ, შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი