logo_geo
კიმ ჩენ ინმა თავის ფავორიტ რაკეტას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
- +

1 თებერვალი. 2023. 16:35

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავის ფავორიტ რაკეტას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.

 

რაკეტა Hwasong-17-ს ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გმირის წოდების გარდა, „ოქროს ვარსკვლავის“ მედალიც მიენიჭა.

 

აქამდე ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გმირის წოდებას მხოლოდ ადამიანები ატარებდნენ, მათ შორის იყვნენ ქვეყნის მოქმედი ლიდერის ბაბუა - კიმ ირ სენი, მამა - კიმ ჩენ ირი, კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო, ლიბიის რევოლუციის ლიდერი მუამად კადაფი, იუგოსლავიელი რევოლუციონერი იოსიპ ბროზ ტიტო და კამბოჯის ყოფილი ლიდერი პოლ პოტი.

 

 

big_banner
არქივი