logo_geo
კულება: უკრაინის ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას
- +

2 თებერვალი. 2023. 21:57

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

უკვე დღეს უკრაინასა და მოკავშირეებს შორის ურთიერთქმედება აძლიერებს ყველა მხარეს და ხელს უწყობს საერთო უსაფრთხოების დაცვას. უკრაინა ნატოს ღირებულებას მატებს და ყოველდღიურად აჩერებს რუსეთის შეიარაღებულ საფრთხეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა დე ფაქტო კოლექტიური ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ რეალობის სამართლებრივი დაფიქსირება იქნება. კულებამ აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტ მოკავშირეს სურს უკრაინის ნატოში ხილვა, რადგან მათ ესმით, რომ უკრაინის გაწევრიანება ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

 

big_banner
არქივი