logo_geo
უკრაინის პრემიერი: უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა
- +

2 თებერვალი. 2023. 23:01

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინის სწრაფი აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს.

ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვადგინოთ ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, საავადმყოფოები და ა.შ“, - განაცხადა შმიგალმა.

„სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევროს დაჯდება. 3.5 მილიარდი უკვე შეგროვდა, დანარჩენზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - დასძინა პრემიერმა.

big_banner
არქივი