logo_geo
თეთრი სახლი უარყოფს შვეიცარიულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა
- +

3 თებერვალი. 2023. 16:49

 

 

თეთრ სახლში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრალური დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek წერს.

 

გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილემ, შონ დევეტმა განცხადა, რომ შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ზუსტი არაა“.

 

Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაციით, იანვარში ბერნსმა კიევსა და მოსკოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა. გამოცმის ცნობით, პროექტის მიხედვით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% უნდა მიეღო, რაც დაახლოებით დონბასის რეგიონის ფართობის ტოლია. Neue Zürcher Zeitung-ის, რუსეთს მშვიდობის სანაცვლოდ მიწები უნდა მიეღო, უკრაინას კი - მიწების სანაცვლოდ მშვიდობა, თუმცა ორივე მხარემ შეთავაზებას უარით უპასუხა: უკრაინამ ტერიტორიის დაკარგვა არ ისურვა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ომში გაიმარჯვებს.

 

 

big_banner
არქივი