logo_geo
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი სამხედროებისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების სქემა აღკვეთა
- +

4 თებერვალი. 2023. 01:33

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი სამხედროებისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების მითვისების სქემა აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანაშაულებრივი სქემის შედეგად, თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 119.5 მილიონ გრივნაზე (3 მილიონი დოლარი) მეტია.

გამოძიების მასალების მიხედვით, უკრტაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელშეკრულებები გააფორმეს ორი კომერციული სტრუქტურის ხელმძღვანელებთან სამხედრო დისლოკაციის ადგილებზე საკვების საბითუმო პარტიების მიწოდებაზე.

თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გარკვეული მოცულობის სურსათის მიწოდების ნაცვლად, სქემის მონაწილეები სახსრებს ითვისებდნენ აფილირებული ფირმების დახმარებით.

გარდა ამისა, კიევის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური, რომელმაც უკანონოდ მიიტაცა 2.4 მილიონი გრივნა, რომელიც ამავე ნაწილში დისლოცირებული სამხედროების კვებაზე უნდა დახარჯულიყო.

big_banner
არქივი