logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი 24 თებერვლამდე მივიღოთ
- +

3 თებერვალი. 2023. 23:03

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი მალე გამოცხადდება.

„ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ის [სანქციების მე-10 პაკეტი] 24 თებერვლამდე მივიღოთ. სანქციების პაკეტის მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს მასიური პაკეტია. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა შეაქო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საშინაო რეფორმების განხორციელებისთვის.

big_banner
არქივი