logo_geo
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ჯო ბაიდენი უახლოეს კვირებში პოლონეთში ჩასვლას გეგმავს
- +

4 თებერვალი. 2023. 14:11

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს კვირებში პოლონეთში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

 

„რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტის დეტალების შესახებ დამატებით მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც კონკრეტული თარიღი იქნება ცნობილი, მაგრამ ვაშინგტონში ჩვენი დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებზე ამ მიმართულებით წინ წავიწიეთ“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელმა, მარცინ პშიდაჩმა.

 

იანვრის ბოლოს NBC-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გეგმავს.

 

 

big_banner
არქივი