logo_geo
CNN: ამერიკელმა სამხედროებმა ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს
- +

5 თებერვალი. 2023. 00:30

 

 

ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს. როგორც CNN იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა პირება განაცხადეს.

 

მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენთან, ჯო ბაიდენთან შეთანხმებით მიიღეს.

 

მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი აშშ-ის საჰაერო სივრცეს არღვევს და მიუღებელია.

 

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი აღნიშნული ინციდენტის გამო გადადო.

 

 

big_banner
არქივი