logo_geo
ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ჩამოწოლილ ზვავებს მსხვერპლი მოჰყვა
- +

5 თებერვალი. 2023. 22:50

 

 

ავსტრიასა და შვეიცარიაში ალპებში ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩამოწოლილ რამდენიმე ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.

 

ავსტრიის მთავრობის მიერ ზვავსაშიშროების საფრთხის გამოცხადების მიუხედავად, სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგანაც ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.

 

 

big_banner
არქივი