სირიაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
მიწისძვრა იგრძნობოდა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე ლატაკიიდან დედაქალაქ დამასკომდე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბევრი მოქალაქე კვლავ ნანგრევებშია ჩარჩენილი. ისინი ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაეხმარონ რათა დაშავებული მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ.
ამავე ინფორმაციით, მიწისძვრა შეეხო ისეთ რეგიონებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და ხალხი ძველ სახლებში ცხოვრობს.