logo_geo
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა
- +

6 თებერვალი. 2023. 15:55

 

 

თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1504-ს მიაღწია, - ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, დაშავდა ათასობით ადამიანი.

 

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიაში სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.

 

თურქეთსა და სირიაში მაშველები დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

 

ნატო-მ, ევროკავშირმა და კიდევ 45 ქვეყანამ კატასტროფის შედეგებთან გამკლავების მიზნით დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

 

 

big_banner
არქივი