logo_geo
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა
- +

6 თებერვალი. 2023. 18:46

 

 

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, მსხვერპლის რიცხვმა 1 498-ს მიაღწია მხოლოდ თურქეთში, 430 დაღუპულია სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

 

ამასთან, მზარდია დაშავებულთა რიცხვიც.

 

ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.

 

 

big_banner
არქივი