logo_geo
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4 300-ს სცდება
- +

7 თებერვალი. 2023. 09:48

 

 

„New York Times News“-ის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4 300-ს სცდება. ხოლო როგორც BBC წერს, მხოლოდ თურქეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 2 921-მდეა გაზრდილი.

 

ამასთან, თურქული Andalou Agency-ს ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ქვეყანაში 15 834-ს სცდება.

 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

 

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა

 

big_banner
არქივი