logo_geo
თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

7 თებერვალი. 2023. 10:19

 

 

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. ამასთან, საფრანგეთში დაფუძნებული ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

 

როგორც აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდა იყო. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა.

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.

 

 

 

big_banner
არქივი