logo_geo
გერმანია უკრაინას „ლეოპარდ-1“-ის ტიპის 178 ტანკს გადასცემს
- +

8 თებერვალი. 2023. 10:53

 

 

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის „ლეოპარდ-1“-ის ტიპის 178 ტანკის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

ამ მოდელის 20-ზე მეტი ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად ზაფხულისთვის უნდა იყოს. მანამდე ტანკებს რემონტი უნდა ჩაუტარდეს. მათი ნაწილი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის  საწარმოებში ან მსხვილ საწყობებში ინახება.

 

კიდევ 88 „ლეოპარდ-1“-ს უკრაინას იტალია გაუგზავნის.  ამ საბრძოლო მანქანებს გერმანული კონცერნი „Rheinmetal“ შეიძენს და ტანკებს აუცილებელ ტექნიკურ მომსახურებას ჩაუტარებს. აღნიშნული პროექტი უკრაინის ჯარის დახმარების ფონდიდან დაფინანსდება.

 

გერმანულმა არმიამ „ლეოპარდ-1“-ის გამოყენება 2003 წელს შეწყვიტა და ის „ლეოპარდ-2“-ით შეცვალა. ახალი ტანკი ბევრად უკეთ არის დაცული და მას უფრო მძლავრი შეიარაღება გააჩნია.

 

რაც შეეხება „ლეოპარდ2“-ის ტიპის ტანკებს, პირველი მანქანები უკრაინაში მარტის ბოლოს უნდა ჩავიდეს.

 

big_banner
არქივი