logo_geo
ნაგაზი ზედმეტი კეთილგანწყობისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს
- +

8 ივნისი. 2017. 22:01



ავსტრალიის შტატ კვინსლენდში სამუშაო ძაღლი პოლიციიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ის ზედმეტად მეგობრული იყო. ამის შესახებ The Daily Telegraph იუწყება.


გერმანული ნაგაზი, სახელად ჰაველი სამსახურში რამდენიმე თვის წინ აიყვანეს. ტრენერები ცდილობდნენ ის პოლიციური სამსახურისთვის მოემზადებინათ, მაგრამ იმედი გადაეწურათ. ჰაველი ზედმეტად კონტაქტური აღმოჩნდა. ის გიჟდებოდა უცნობებთან თამაშზე და სულაც არ სურდა მათი დაპატიმრება.


სამსახურიდან გაშვების შემდეგ ძაღლს უფრო შესაფერისი სამუშაო მოუძებნეს. ჰაველი ვიცე-მეფე ძაღლად დანიშნეს. ის ამიერიდან კვინსლენდის შტატის ხელისუფლების სტუმრებს მიესალმება და მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში გუბერნატორ პოლ დე ჯერსისთან ერთად.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი