logo_geo
სტოლტენბერგი: დროა თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება მოახდინოს
- +

17 თებერვალი. 2023. 00:41

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დროა თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირება მოახდინოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ცალკე შეიძლება შეფასდეს.

„ჩვენთვის შესაძლებელია ფინეთის კანდიდატურის ცალკე შეფასება და ეს უდავოდ იქნება ის თემა, რომელიც განიხილება დღევანდელ შეხვედრებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

„მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ ფინეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ჩართულ ქვეყნებთან და ნატოსთან“, - აღნიშნა მან.

13 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდა, სწრაფად მოახდინონ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირება.

1-ელ თებერვალს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს.

big_banner
არქივი