logo_geo
ლოიდ ოსტინი: აშშ მზად არის, ბალტიელი მოკავშირეები დაიცვას
- +

17 თებერვალი. 2023. 00:55

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას და რეგიონში სამხედრო ყოფნას შეინარჩუნებს.

„ჩვენ [ნატოს ხელშეკრულების] მე-5 მუხლის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ტალინში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს რეგიონში მუდმივი, როტაციული სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.

„აშშ მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“, - განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.

big_banner
არქივი