logo_geo
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
- +

16 თებერვალი. 2023. 22:13

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 100 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთთან ტყვეების გაცვლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე სახლში ბრუნდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა.

ერმაკმა დასძინა, რომ გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 94 მარიუპოლის დამცველია, მათ შორის 63 ჯარისკაცი, რომლებიც იბრძოდნენ „აზოვსტალის“ ქარხანაში.

big_banner
არქივი