logo_geo
ზელენსკი: უკრაინის სწრაფი გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებით რეალურია
- +

17 თებერვალი. 2023. 19:37

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებით რეალურია.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე ტერიტორიების დეოკუპაციის დროს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რეალური მიზანია უკრაინის სწრაფი გათავისუფლება, „ისე, რომ მომავალ წელს ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს მიუნხენში ომის შემდგომ უსაფრთხოების პირველ კონფერენციაზე, თავისუფალი უკრაინის, თავისუფალი ევროპის, თავისუფალი სამყაროს პირობებში“.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ომის გახანგრძლივება ნიშნავს დიდ ნგრევას, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ უკრაინაში.

big_banner
არქივი