logo_geo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ბევრი კრიზისი გავიარეთ, მათ შორის ენერგო, რაც მაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყო, რომ ერთიანობას შევინარჩუნებთ, რადგან ეს ღირებულებებს ეხება
- +

18 თებერვალი. 2023. 16:14

 

ომის პირველივე დღიდან ვართ ერთად და ვმოქმედებდით როგორც ერთი. ბევრი კრიზისი გავიარეთ, მათ შორის ენერგოკრიზისი, რაც მაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყო, რომ ერთიანობას შევინარჩუნებთ, რადგან ეს ღირებულებებს ეხება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის ერთიანობაზე საუბრისას განაცხადა.

წარმოუდგენელია, სხვა სახელმწიფოში, მეზობელ ქვეყანაში გააგზავნო ტანკები და შეიჭრა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 12-თვიანი ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ. ომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა, უპრეცედენტო რამ გააკეთეს, როდესაც სადაზვერვო მონაცემები და ცოდნა ფართო საზოგადოებას გააცნეს. ამ ფაქტორმა ჩვენ ადრეულ ეტაპზე გაფრთხილება მოგცა და ჩემმა კაბინეტმა, კომისიამ დაიწყო დეკემბერში მუშაობა შესაძლო სანქციებზე, რაც რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრას უნდა მოჰყოლოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გვსურდა და ვიმედოვნებდით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილიყო და არასდროს დაგვჭირვებოდა სანქციების ამოქმედება. დღე და ღამეს ვათევდით, რომ ისეთი სფეროები და სანქციები გამოკვეთა, რაც ძლიერ დარტყმას მიაყენებდა რუსეთში ტექნოლოგიებს, სინქრონიზებული იქნებოდა G7 -ის ქვეყნებთან. წინასწარმა მზადებამ შესაძლებლობა მოგვცა, რომ ომის დაწყებიდან ძალიან მალე მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტი დაგვედო.

დიახ, აშშ-დან წინასწარ გაფრთხილება და ადრეულ ეტაპზე ინფორმაციის მიღება სასარგებლო იყო, ხელი შეუწყო ისეთ მუშაობას, რომლის გარეშეც ასეთი ეფექტიანი ვერ ვიქნებოდით. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ამაღელვებელია, თუ როგორ დადგნენ ფეხზე ევროპული დემოკრატიები, პარტნიორები, მოკავშირეები. ომის პირველივე დღიდან ვართ ერთად და ვმოქმედებდით როგორც ერთი. ბევრი კრიზისი გავიარეთ, მათ შორის ენერგოკრიზისი, რაც მაძლევს საფუძველს დარწმუნებული ვიყო, რომ ერთიანობას შევინარჩუნებთ, რადგან ეს ღირებულებებს ეხება და ეგზისტენციალური საკითხია“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი