logo_geo
იენს სტოლტენბერგი: დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, რადგან თუ ასე არ იქნება, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს უკრაინასა და ნატოს შორის ნებისმიერი ურთიერთობის განხილვას
- +

18 თებერვალი. 2023. 16:16

 

როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს და რუსეთმა არ განაგრძოს უკრაინაში ისევ შეჭრასთან დაკავშირებული ქმედებები. ეს ხომ რუსეთის ქცევის წესია, რაც დაიწყო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით, გაგრძელდა 2014-ში ყირიმისა და დონბასით, გასულ წელს კი დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატოს პოზიცია უკრაინის მომავალ წევრობაზე არ შეცვლილა. 2008 წელს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. ეს პოზიცია არ შეცვლილა და ერთგული ვართ დაპირების. დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, რადგან თუ ასე არ იქნება, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს უკრაინასა და ნატოს შორის ნებისმიერი ურთიერთობის განხილვას. უმთავრესი დღეს იარაღის გადაცემაა. როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს და რუსეთმა არ განაგრძოს უკრაინაში ისევ შეჭრასთან დაკავშირებული ქმედებები. ეს ხომ რუსეთის ქცევის წესია, რაც დაიწყო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით, გაგრძელდა 2014-ში ყირიმისა და დონბასით, გასულ წელს კი დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება დაარღვიოს ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავარღვიოთ რუსული აგრესიის წრე. როდესაც ომი დასრულდება, გვჭირდება ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბება , რომ რუსეთმა აგრესია ვერ განაგრძოს“, - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.

big_banner
არქივი