logo_geo
რაქაში 40 000 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
- +

9 ივნისი. 2017. 15:45


გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთის ქალაქ რაქაში მიმდინარე ბრძოლები 40 ათასზე მეტი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.


ორგანიზაციის ცნობით, ძალადობის გამო ქალაქში ათი ათასობით ადამიანის იძულებითი მიგრაცია მოხდა. შედეგად, 80 000 ბავშვი იძულებით გადაადგილებულია და დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.


სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა "სირიის თავისუფალი არმია" შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი